Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  „სახელმძღვანელოების კონკურსი - 2022“ განხორციელების შესახებ  ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამათა საგნების სახელმძღვანელოების შექმნისა და განახლების კონკურსი;

2. კონკურსის განსახორციელებლად ფაკულტეტის 2022  წლის ბიუჯეტიდან გამოიყოს 20 000 ლარი;

3. ახალი სახელმძღვანელოს შექმნის ანაზღაურება:  მაქსიმუმ - 5 000 ლარი; არსებულის (2017 წლამდე გამოცემულის) განახლება:  მაქსიმუმ - 2 500 ლარი;

4. არჩევითი საგნის სახელმძღვანელო საკონკურსოდ განიხილება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბოლო ორი სასწავლო წლის განმავლობაში საბაკალავრო პროგრამის საგანზე თითოეულ წელს  დარეგისტრირებული იყო არანაკლებ 70 სტუდენტისა;

5. სახელმძღვანელოს აუცილებლად უნდა ჰყავდეს სამეცნიერო და ენობრივი რედაქტორი, რომლის ხარჯებს გაიღებს ავტორი;

6. სახელმძღვანელო გაფორმებული უნდა იყოს APA-ს სტილით;

7. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს, რომელსაც მოქმედი ხელშეკრულების ფარგლებში გამოქვეყნებული/შექმნილი აქვს ერთი სახელმძღვანელო მაინც;

8. პრიორიტეტი მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც „სახელმძღვანელოების პროექტის“ ფარგლებში არ მიუღია დაფინანსება;

9. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

1) განცხადება დეკანის სახელზე;

2) სახელმძღვანელოს დეტალური ანოტაცია (მინიმუმ 500 სიტყვა);

3) სავარაუდო სარჩევი (რამდენიმე ავტორის შემთხვევაში, სარჩევში ნათლად უნდა ჩანდეს თითოეული ავტორის წვლილი);

4) ლიტერატურის ჩამონათვალი, რომლის ბაზაზე იქმნება/განახლდება სახელმძღვანელო;

5) სახელმძღვანელო, რომლის განახლებაც სურს კონკურსანტს;

10. საკონკურსო საბუთები, ხოლო შემდგომში, დასრულებული პროექტები უნდა აიტვირთოს ბმულზე

11. საკონკურსო პროექტის ბმულზე ატვირთვის ვადა – ა.წ. 1 მარტი, 13.00 სთ;

12. გამარჯვებული პროექტები გამოცხადდეს 14 მარტს;

13. დასრულებული პროექტის ბმულზე ატვირთვის ვადა:

სახელმძღვანელოს განახლების შემთხვევაში  – 2022  წლის 1 ნოემბერი

ახალი სახელმძღვანელოს შექმნის შემთხვევაში - 2023 წლის 1 მარტი

14. დასრულებული პროექტის წარდგენის ვადის დარღვევის შემთხვევაში,  პროექტი არ განიხილება;

15. დაფინანსებული პროექტის ანაზღაურება მოხდება სახელმძღვანელოს წარდგენის, რეცენზირების და საგამომცემლო საბჭოს მიერ დამტკიცების შემდგომ;

16. სახელმძღვანელო გამოქვეყნდება ელექტრონული ფორმით;

17. საკონკურსო პროექტების შერჩევასა და დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

• თამარ დოლბაია – კომისიის თავმჯდომარე, ასოცირებული პროფესორი, ფაკულტეტის დეკანი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება;

• თეონა მატარაძე – კომისიის მდივანი, ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში, ინტერდისციპლინური მიმართულება;

• რევაზ ჯორბენაძე – პროფესორი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;

• თორნიკე თურმანიძე – პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება;

• მანანა შამილიშვილი – პროფესორი, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება;

• სალომე დუნდუა – ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება;

• ლია წულაძე - ასოცირებული პროფესორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება;

15. ფაკულტეტის დეკანის სამდივნომ უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება;

16. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.